შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში:
„პირველ რიგში, მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, ვინაიდან ეს იყო მართლაც უპრეცენდენტო არჩევნები. იცით, რომ მთელი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში, მშვიდ ატმოსფეროში. ეს იყო ნამდვილად ევროპული სტანდარტების არჩევნები. ასე რომ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ქართული დემოკრატიის, ქართული თანამედროვე სახელმწიფოსი. ეს არის გამარჯვება ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მთლიანად ქართველი ხალხის და ჩვენი მთავრობის. მე მინდა მივულოცო თითოეულ ქართველს, თითოეულ მოქალაქეს. მე ძალიან გახარებული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. მე არ მინდა წინასწარ, სანამ ოფიციალური შედეგები იქნება ცნობილი მივულოცო ოფიციალურად ბატონ გიორგის, მაგრამ მე ვზეიმობ, ვუერთდები თითოეულ რიგით მოქალაქეს და მასთან ერთად ვზეიმობ გამარჯვებას“.