გიორგი მარგველაშვილი:  ხვალ, მთელი საქართველო იქნება იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალი იძერწება

გიორგი მარგველაშვილი: ხვალ, მთელი საქართველო იქნება იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალი იძერწება

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩევლებს 27 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს. 

როგორც მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხვალ უნდა შეიქმნას საქართველოს მომავალი.

"დღეს თითოეულ მოქალაქეს ეძლევა ძალა განაპირობოს ის ისტორიული არჩევანი, რომელიც მას, მის ოჯახს მისცემს შესაძლებლობას და სწორ განვითარებას, რომელიც ქვეყანას დააყენებს სწორი განვითარების გზით. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. ჩვენ ყველანი სწორედ რომ თავისუფალი ქვეყნის შვილები ვქმნით მომავალს ქვეყნისას. ჩვენი წინაპრები მრავალი საუკუნის განმავლობაში სწორედ ამისთვის იბრძოდნენ, რომ ბედი საქართველოს განვითარებისა, ჩვენი ქვეყნის მომავლის, ყოფილიყო საქართველოს მოქალაქეების ხელში. ამისთვის თაობები გმირობებს ჩადიდნენ. ამისთვის ბევრი საუკეთესო ჩვენი თანამემამულე სიცოცხლეს წირავდა. დღეს იქმნება და იძერწება ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამდენად მოგიწოდებთ, რომ არავინ არ დაიზაროთ, უნდა გამოხვიდეთ თქვენი სახლიდან, მიბრძანდეთ საარჩევნო უბანში და შექმნათ ის მომავალი, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ, რომ არის სწორი. არ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს მისი საქმე არ არის. როდესაც მოქალაქეები იღებენ ვალდებულებას, აკეთებენ არჩევანს და ავალდებულებენ პოლიტიკურ ძალებს, რომ ემსახურონ მათ ისე, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ. მოგიწოდებთ იყოთ აქტიურები, არ დაიზაროთ, აიღოთ ეს დიდი პასუხსიმგებლობაც და ვალდებულებაც, გამოიყენოთ შანსი და შექმნათ სწორი მომავალი ჩვენი ქვეყნის. ხვალ, იმედი მაქვს, მთელი საქართველო იქნება იქ, სადაც იძერწება ჩვენი ქვეყნის მომავალი", - განაცხდა მარგველაშვილმა.