საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის “ხუდონი უნდა აშენდეს” ორგანიზებით, 18 ოქტომბერს ხუდონჰესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე დარგის ექსპერტებთან ერთად, განხილული იქნება პროექტის მნიშვნელობა, საჭიროება და აუცილებლობა. საინიციატივო ჯგუფი ასევე შემდგომი მოქმედებების გეგმას წარმოადგენს.
ჯგუფში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, დოქტორანტები, ენერგეტიკოსები და ექსპერტები შედიან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს ჰესი უნდა აშენდეს.
შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის შეხვედრების დარბაზში 18 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.