კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დღეს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებს და პროფესორებს შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ჯიპაში შეკრებილ ახალგაზრდებს საპრეზიდენტო პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გააცნო და მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ესაუბრა.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, დღეს საქართველო მნიშვნელოვანი შიდა, რეგიონალური და გლობალური გამოწვევების წინაშე დგას. ქვეყნის პრეზიდენტის მთავარ ამოცანას კი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა წარმოადგეს. გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავება და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაასახელა.
გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტების პრეზენტაციის შემდეგ, ახალგაზრდების შეკითხვებსაც უპასუხა, ისეთ თემებზე როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა, ევრაზიულ კავშირი, სოჭის ოლიმპიადა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელშეწყობა.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტებთან კომენტარებისას განაცხადა ის დარწმუნებულია, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს და პრეზიდენტის სტატუსით ვილნიუსის სამიტს თავად დაესწრება.
„დარწმუნებული ვარ, 27 ოქტომბერს მე მოვიგებ არჩევნებს და მოქმედი პრეზიდენტი 17 ნოემბრამდე შეიცვლება. შესაბამისად სამიტზე ახალი პრეზიდენტი წავა“-განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატი დღეს ვაკის და საბურთალოს მოსახლეობასაც შეხვდება