ჯეიმს აპატურაი: ყველა  ქართველი კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ალექსი პეტრიაშვილი მათ საქმესაც  აკეთებს

ჯეიმს აპატურაი: ყველა ქართველი კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ალექსი პეტრიაშვილი მათ საქმესაც აკეთებს

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი "ფეისბუქის" გვერდზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან შეხვედრას ეხმაურება. 

„ალექსი პეტრიაშვილმა მოიყვანა მკაფიო, რეალისტური და დამაჯერებელი არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ თუკი/როდესაც მომავალი არჩევენები ჯეროვნად ჩატარდება, საქართველომ უფრო კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას  ნატოსთან  დაახლოებისა და ალიანსში გაერთიანების  გზაზე.  ჩვენ, აგრეთვე, გვქონდა ძალიან ღია მსჯელობა ყველა იმ წინააღმდეგობებზე, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს. მე ვიცი, ზოგჯერ რამდენად ძლიერია  საქართველოში არსებული პოლიტიკური უთანხმოებები, მაგრამ ყველა ქართველი კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ალექსი მათ საქმესაც აკეთებს“ , - წერს ჯეიმს აპატურაი.

https://www.facebook.com/JamesAppathurai/posts/577234792336341