სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იმ ახალშექმნილი და უკვე შექმნილი საწარმოების რუკა გამოაქვეყნა, რომელიც მთავრობის დაფინასებით „შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში“ ფინანსდება.
წარმოდგენილი რუკის თანახმად, რომელიც ქალაქების მიხედვით არის შედგენილი, ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში სხვადასხვა მიმართულებისა და წარმოების, საწარმოების განვითარება ფინანსდება.
სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს ხელისუფლებისთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებაა.
უკვე რამდენიმე თვეა, წარმატებით ხორციელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელიც ფინანსურ რესურსზე ფერმერთა ხელმისაწვდომობას ადვილებს.
პროექტის მიზანია, რომ ფერმერმა და მეწარმემ, როგორც არსებული საწარმოს გაფართოება, ასევე ახლის მშენებლობა შეძლონ.
http://moa.gov.ge/map/
https://www.facebook.com/AgricultureGeorgia?sk=app_208195102528120&ref=woobox