10 ოქტომბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი რუსეთის ვეტერინარული დაფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტს შეხვდა. „როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, 7-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდეს საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის - თხილის, ციტრუსების, ყურძნის, ვაშლის, მსხლის, კომშის რუსეთში გატანა.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი. მიმდინარე წლის მაისში მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებათა მეორე რაუნდზე გადაწყდა "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტი, რომელიც 15-21 აგვისტოს შედგა. რუსი სპეციალისტები ფიტოსანიტარიულისერტიფიცირების სისტემას გაეცნენ; გაიმართა სამუშაო შეხვედრები საქართველოს სოფლის მეურნეობისსამინისტროში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაათვალიერეს ხილის, ციტრუსისა და თხილის პირველადიგადამუშავების, დახარისხებისა და შესანახი საწარმოები, სასათბურე მეურნეობები; გაეცნენ საექსპორტო პარტიებისფორმირების და ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების პროცესის ტექნიკურ დეტალებს.
"სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გახდა შესაძლებელი ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება" - აღნიშნულია რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურისხელმძღვანელის სერგეი დანკვერტის წერილში.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 28 ივნისიდან რუსეთში უკვე დაშვებულია დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია (ჩაი, დაფნა, ჩირი და ა. შ.), 14 ოქტომბრიდან კი რუსეთში ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდება შესაძლებელი.