არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი კანონი თავისუფლება“ პროექტის - „ახალგაზრდული თვითმართველობის ინიციატივა“ ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს ორგანიზებით 8 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა მუსიკალური პროექტის წარმატებული მონაწილეები და კასპის მუნიციპალიტეტის ბავშვთა სახალხო ანსამბლი „დიდგორი“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალბატონი ხათუნა თათანაშვილი და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები. ასევე ა/ო „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“-ს და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.
ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა დააჯილდოვეს პედაგოგები იმ ღვაწლისთვის და შრომისთვის, რასაც ისინი წლების განმავლობაში ეწევიან.
ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა დააჯილდოვეს პედაგოგები იმ ღვაწლისთვის და შრომისთვის, რასაც ისინი წლების