საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს განაცხადა საქართველოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის შეთავაზების შესახებ იპოთეკურ სესხზე. ყველა, ვინც დაპროტირდება ან ისარგებლებს იპოთეკური სესხით საქართველოს ბანკში, მიიღებს ყველაზე დაბალ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს 7.9%-დან, ყველანაირი დამატებითი ხარჯის გარეშე და ასევე გათავისუფლდება 3 თვემდე საპროცენტო შენატანისგან. ამასთან, ხსენებული იპოთეკური სესხი გაიცემა ეროვნულ ვალუტაში, მომხმარებელს ასევე ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს სესხის დაფარვის მოქნილი პირობებით.
საქართველოს ბანკი მომხმარებელს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო შეამციროს იპოთეკური სესხის პროცენტი უნიკალური Offset (ოფსეტ) ფუნქციის მეშვეობით, რომლის გამოყენებითაც იპოთეკური სესხის პროცენტის შემცირება მაქსიმუმ 4-ჯერაა შესაძლებელი. მაგალითისთვის, თუ მომხმარებელს, პირობითად, აქვს 20,000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი და გამოუჩნდა თავისუფალი თანხა 5,000 ლარის ოდენობით, რომელსაც დადებს Offset-ის ანგარიშზე, სესხის პროცენტი დაერიცხება მხოლოდ 15,000 ლარს, ნაცვლად 20,000–სა. გარდა იმისა, რომ მომხმარებელი შეამცირებს იპოთეკურ სესხზე გადასახდელ პროცენტს, მას ექნება თავისუფალი თანხა Offset ანგარიშზე, რომლის გამოყენებასაც ნებისმიერ დროს შეძლებს.
საქართველოს ბანკის ყველაზე დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მქონე იპოთეკური სესხით სარგებლობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ფიზიკურ პირს, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც თვეში 750 ლარს და მეტს შეადგენს და სურს საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის, საოფისე ფართის, ასევე ავეჯის შეძენა, ბინისა თუ სახლის მშენებლობა. მნიშვნელოვანია, რომ სესხი გაიცემა ლარში და სესხის ვადა მაქსიმუმ 15 წელია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.portireba.ge