სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი ამოიღო და თევზის სარეალიზაციო ობიექტი დახურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი ამოიღო და თევზის სარეალიზაციო ობიექტი დახურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მორიგი არაგეგმური ინსპექტირებისას თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ი/მ "მარეხი კუპატაძის" თევზის სარეალიზაციო ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. კერძოდ, თევზისა და თევზპროდუქტების რეალიზაცია ხდებოდა ღია ცის ქვეშ, მაცივრების გარეშე; არ იყო დაცული სურსათის შენახვის სათანადო პირობები და სანიტარიული ნორმები, რის გამოც, სურსათის/ ცხოველი საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 69-ე მუხლის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმო დაიხურა.

მონიტორინგის შედეგად კი სააგენტოს წარმომადგენლებმა ლილოს დასახლებაში მდებარე მარკეტში (შპს "რიჩი) ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.
სხვადასხვა დასახელების იოგურტი, მდნარი ყველი, კარაქი, ჩიფსი დაილუქა და უახლოეს დღეებში განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგსა და ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.