კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ზემო აჭარაში მართავს.
ქედის მოსახლეობას კოალიციის კანდიდატი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა წარუდგინა. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა , 27 ოქტომბერს გიორგი მარგველაშვილის არჩევით ზემო აჭარა, დაიბრუნებს პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ღირსებას, მთელს საქართველოში დაიწყება შეუქცევადი დემოკრატიული და სამართლებრივი პროცესი.
გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილი საზოგადოებისგან ის პრობლეები მოისმინა, რაც ბოლო 20 წელია აწუხებთ და ქედელებს საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2014 წლიდან ეკონომიკის გაძლიერება დაიწყება, ქვეყანაში პოლიტიკურად სტაბილური გარემო ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების შემოსვლას. გიორგი მარგველაშვილმა აჭარელებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა „ აჭარა ის მხარეა, რომელიც აცოცხლებს და აძლიერებს მთელს საქართველოს, უფრო მეტი პერსპექტივა უნდა შეიქმნას თქვენთვის, რათა გაძლიერდეს ოჯახები და შევინარჩუნოთ მთიანი აჭარა“-განაცხადა მარგველაშილმა.
კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ქედის შემდეგ, შუახევის და ხულოს მოსახლეობას შეხვდება