სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საქმეთა მინისტრი, ბატონი სოზარ სუბარი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ბატონ რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, სამინისტროს მხრიდან კი მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე სოფიო ჯაფარიძე და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ანა გუცაევი ესწრებოდნენ.
მინისტრმა ელჩს ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების შეთანხმებისა და სასჯელაღსრულების სექტორის განვითარების ორწლიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული პროგრამის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.