გიორგი მარგველაშვილი: „ასეთი ტრაგედია ჩვენს ქვეყანაში აღარასოდეს უნდა განმეორდეს!“

გიორგი მარგველაშვილი: „ასეთი ტრაგედია ჩვენს ქვეყანაში აღარასოდეს უნდა განმეორდეს!“

სოხუმის დაცემის ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით, დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

როგორც კოალიციის კანდიდატმა გმირთა მოედანზე მისულ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს დღე კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რომ საქართველოში მსგავსი ტრაგედია აღარ უნდა განმეორდეს.

„დღეს არის ტრაგიკული დღე, როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის. დღე, როდესაც ჩვენ მივაგებთ პატივს იმ მამულიშვილებს, რომლებიც დაეცნენ ამ ძმათამკვლელ ომში. ეს არის ტრაგედია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აღარასოდეს უნდა განმეორდეს.“

დღეს, 13:00 საათზე კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი „ექსპო ჯორჯიის“ საგამოფენო ცენტრში ომის ვეტერანებთან შეხვედრას გამართავს.