სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა დიდ დიღომში მდებარე ი/მ "მევლუდ ტალახაძის" მარკეტსა და სუპერმარკეტ "ვეჯინში" ვადაგასული სურსათი გამოავლინეს.
შებოლილი ძეხვი, სხვადასხვა წარმოების იოგურტი, რძე, კეფირი, არაჟანი, მაიონეზი, ბოსტნეულის კონსერვები, კარაქი ამოღებულია რეალიზაციიდან და ექვემდებარება განადგურებას.