საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის საგანგებო განცხადება:
"ქალაქ თბილისის მერი ურცხვად აგრძელებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში, თუმცა თავად წარმოადგენს ტყუილის სათავეს. იგი ბინათმესაკუთრების ამხანაგობების თავჯდომარეების ხელით ცდილობს წამოიწყოს ახალი ბინძური პიარკამპანია, როგორც ეს გააკეათა 8 თებერვალს, სადაც მზად იყო სისხლისღვრამდე მიეყვანა დაპირისპირებული მხარეები. მან თავად მოაწყო პროვოკაცია და შემდეგ თავადვე აწია ხელები. იმისათვის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეები დღესაც არ იყვნენ გამოყენებულნი თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ მოწყობილ ბინძურ პიარკამპანიაში, მე მივმართავ მათ, გონს მოეგონ და არ გახდნენ პროვოკაციის იარაღი.
როდესაც საკრებულო ცდილობს შეჯერდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წახალისებისა და ზოგადად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მოქმედების წესთან დაკავშირებით, უგულავა ისტერიულად ცდილობს ამ პროცესის ჩაშლას. იმისათვის რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ დაინახოს ქალაქის მერის სახე, მე მას დებატებში ვიწვევ.უგულავას ვაძლევ უფლებას, თავად აირჩიოს ადგილი და დრო, მე კი მას საზოგადოების წინაშე დავუმტკიცებ, რომ არის მატყუარა და ნებისმიერი დაწყებული კამპანია სიცრუეზე აქვს აგებული. დავუსაბუთებ თუ რამდენჯერ მოატყუა მოქალაქეები და დღესაც აგრძელებს მათ შეცდომაში შეყვანას. უკვე ათასზე მეტი ადამიანი პირადად მყავს მიღებული, გიგი უგულავამ თქვას, რამდენ ადამიანს შეხვდა პირადად ერთი წლის განმავლობაში და რამდენ ადამიანთან გააჩნია უფლება ილაპარაკოს ზოგადად საქმეზე“,– განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.