პომიდვრის სასარგებლო თვისებები მეცნიერების ინტერესისა და კვლევის საგანი გახდა ცნობილია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი პირდაპირ კავშირშია სწორკვებაზე. ამიტომაც ხშირად უპირატეოსბას ვანიჭებთ ნატურალურ პროდუქციას. პომიდორი კი იმ ძირითად პროდუქტთა შორისაა, რომლებიც ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვისას, უფრო მეტიც მასზე ფიქრის დროსაც კი გვახსენდება. ამიტომაც არის, რომ პომიდვრის სასარგებლო თვისებები უკვე დიდი ხანია რაც მეცნიერების ინტერესისა და კვლევის საგანი გახდა.
მკვლევარები, რომლებიც შეისწავლიან პომიდვრის სარგებელს და მის გავლენას ჯანმრთელობაზე, განმარტავენ, როგორ იცავს პომიდორის ხეულს და რა სარგებელი მოაქვს მას. ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ პომიდვრის სარგებელს, თუ გსურთ მისდიოთ ჯანსაღ ცხოვრებას.
მცირე ისტორიული ექსკურსი, პომიდორი 1500 წელს სამხერთ ამერიკაში აღმოაჩინეს.
ის პირველად ესპანეთში და შემდეგ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც გავრცელდა და მთელ მსოფლიოში პოპულარულ საკვებად იქცა.
დღესდღეობით პომიდორი სამოთხის და სიყვარულის სიმბოლოდაა მიჩნეული და საყოველთაოდ აღიარებულია ჯანმრთელობისთვის იდეალურ საკვებად.
პომიდორი და მასში დაფარული განძი – ლიკოპენი!!
ჯანმრთელობის თვალსაზრისით პომიდორი უამრავ ვიტამინს შეიცავს. ის ასევე მდიდარია ბუნებრივი ბოჭკოთი. ბოჭკოს შემცველი საკვების ხშირად მიღება გიცავთ ისეთი დაავადებებისგან, როგორებიცაა: ავთვისებიანი სიმსივნე, მაღალი ქოლესტერინი, სიმსუქნე მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, ყველაფერთან ერთად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პომიდორში დამალულია სრულიად საოცარი განძი – „ლიკოპენი“. მას წითელ სასწაულსაც უწოდებენ და ის პომიდვრის და მისგან წარმოებული ყველა პროდუქტის ჯადოსნური ძალაა!
და მაინც რა სარგებლობა მოაქვს ლიკოპენის და რა შემადგენლობისაა ის?! ლიკოპენიპიგმენტია, რომელიც პომიდორს წითელ ფერს აძლევს; მისი ყველა ზემნიშვნელოვანი წყაროა პომიდორი, რომელიც ბუნებრივად უმდიდრესია ლიკოპენით; მიჩნეულია, რომლი კოპენი განსაკუთრებით იცავს დნმ-ს (დეზოქსირიბონუკლეინისმჟავა) და ეხმარება მას სერიოზული გართულებების მნიშვნელოვან პრევენციაში; ლიკოპენის დამცავი ასპექტი მეტად მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის საშიში ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა: პროსტატის, სწორინაწლავის, მკერდის და ყელის ავთვისებიანი სიმსივნე; აღმოჩნდა,
რომ პომიდვრის პროდუქტები თერმული დამუშავების შემდეგ შეიცავენ ლიკოპენის გაცილებით მაღალ ოდენობას ნედლ პომიდორთან შედარებით;პომიდვრის გარდა ლიკოპენსასევე შეიცავს: გარგრის ჩირი, ასკილის ნაყოფი, წითელი გრეიპფრუტი და ნესვი; ამასთან, არაფერია ცნობილი ლიკოპენის გვერდითი მოვლენების შესახებ. მხოლოდ იმშ ემთხვევაში, თუ თქვენი მდგომარეობა მოითხოვს ნატრიუმის მიღებას, შესაძლოა გაითვალისწინოთ, რომ სასურველია პომიდორთან ერთად მიღებული საკვები გამოირჩეოდეს ნატრიუმის მაღალი შემცველობით.