„ პირველ რიგში მინდა შევეხო იმ წერილს, რომელიც გამოაქვენა ბატონმა ბიძინამ და მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა. ამ წერილში საუბარია,ძლიერი, დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყნის მშენებლობაზე, სადაც პოლიტიკა ემსახურება ქვეყნის განვითარებას,საზოგადოებას და არა პირიქით.
რეალურად ბევრი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესი იყო ეკონომიკის, კულტურის, საზოგადოების და თავად პოლიტიკის განვითარებისთვის შემაფერხებელი. შესაბამისად ჩვენ ვსაუბრობთ ახალი, ევროპული ტიპის საზოგადოების და პოლიტიკური პროცესის ჩამოყალიბებაზე. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი იყოს ისეთივე განსაკუთრებული, როგორიც არის ამ ქვეყნის მოსახლეობა და ამ ქვეყნის კულტურა. მე რეალურად პოლიტიკაში მოვედი ამ ხედვებიდან გამომდინარე, ბიძინას ხედვები ჩემთვის უაღესად მნიშვნელოვანია და მასთან პარტნიორობის საჭიროებამ მომიყვანა პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე ხორციელდება საარჩევნო კამპანიაც. ბუნებრივია ჩვენ ერთნაირად ვხედავთ მოვლენებს, საქართველოს მომავალს და ერთიანად ვგეგმავთ იმას საითკენაც მიდის ქვეყანა.
რა თქმა უნდა, საზოგადოება ცოტა დაბნეული არის იქიდან გამომდინარე რა ნაბიჯსსაც დგამს ბატონი ბიძინა, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველაფერი ეს რაც ხდება ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯებია. ადამიანი რომელიც 20 წლის განმავლობაში მარტო თავის სამშობლოს ემსახურება და რადიკალურად შეცვალა ჩვენი ისტორია მშვიდობიანად, რისი მოხდენის არანაირი შანსიც არ არსებობდა. ამ ადამიანს მე ვენდე ბოლომდე, მის ხედვას ვენდობი ბოლომდე.
მოვუწოდებ საზოგადოებას ბოლომდე გაიაზროს და ენდოს იმ ხედვას, რაც გააჩნია ბიძინა ივანიშვილს. რა თქმა უნდა მთავრობის პოზიციიდან იდეალური არის, რომ ასეთი მთავრობის ხელმძღვანელი გყავდეს. მთავრობისთვის ეს მძიმეა რომ ბიძინა ამ ნაბიჯს დგამს, მაგრამ მინდა ამ ნაბიჯში დავინახო მთავარი აქცენტი, რომ მთავარი მთავრობა კი არ არის, საზოგადოებაა და ჩვენ ყველანი ვართ საზოგადოების სამსახურში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა წავიდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ საზოგადოებას და დემოკრატიას.
ჩვენ ერთად მივდივართ ამ პროცესში, ერთად ვიღებთ პასუხისმგებლობას და ერთად ვხედავთ მომავალს. მომავალს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ქართული საზოგადოების აქტიური წევრია და აქტიურად, თითოეულ ქართველთან ერთად მონაწილეობს ამ ქვეყნის განვითარებაში“ -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა