პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილის გარდა აქცენტს არავისზე აკეთებს.
ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის - "ხომ არ მოიაზრება ვინმე სხვა პრეზიდენტობის კანდიდატად და ხომ არ არის ეს ნინო ბურჯანაძე?", საპასუხოდ განაცხადა.
"ჩემი კანდიდატი წამოვაყენეთ უკვე და განვაცხადეთ. მე ერთ რამეს გეტყვით გულწრფელად, მე მჩვევია, რასაც შიგნით ვამბობ, გამომაქვს გარეთ და ზოგჯერ გარეთ ისე ვამბობ, რომ გუნდის წევრებმა არ იციან და შემდეგ იმაზე ვსაუბრობ შიგნით. ეს დამალული და მიჩქმალული საუბრები ჩემი წესი არ არის, თუმცა ეს პოლიტიკას ახასიათებს. ჩვენ დავასახელეთ ჩვენი კანდიდატი და ეს არის გიორგი მარგველაშვილი. სხვაზე აქცენტს არავიზე ვაკეთებთ. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მას არ ჰყავს რეალური კონკურენტი და ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ჩემი აზრით, დიდი შედეგით. კარგია, რომ ბევრი კანიდატი დარეგისტრირდა და კარგია, რომ ყველას ეძლევა შესაძლებლობა. გარწმუნებთ, სახელისუფლებო რესურსები არ იქნება გამოყენებული არცერთ შემთხვევაში, ჩვენ ამას თვალყურს ვადევნებთ და უნდა მოვახერხოთ საქართველოს ისტორიაში პირველადშიგნითაც და გარეთაც, რომ საქართველომ ეს შეძლოს", - განაცხადა ივანიშვილმა.