ბოლო დროს საქართველოს რეგიონებში და ქართულ მედიასივრცეში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ. თითქოს საქართველოს გენერალთა კლუბი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ბატალიებში, არის გარკვეული პოლიტიკური ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილი და ეწევა პარტიულ საქმიანობას.
საქართველოს გენერალთა კლუბი არასამთავრობო ორგანიზაციია, რომლის შემადგენლობაშიც გაერთიანებულნი არიან საქართველოს უმაღლესი რანგის გადამდგარი და თადარიგის ოფიცრები. ის სრულიად აპოლიტიკური და ზეპარტიული ორგანიზაციაა და მთავარი მიზანი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და მისი უსაფრთხოების გაძლიერებაში ხელშეწყობაა. ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანებიდან გამომდინარე გენერალთა კლუბი ვერ და არ იქნება მოქცეული ვიწრო პოლიტიკურ ან პარტიული საქმიანობის ჩარჩოებში, თუმცა პიროვნულად მის ყოველ წევრს გააჩნია მოქალაქეობრივი პოზიცია და ის თავისუფალია საკუთარ არჩევანში გამოხატოს პირადი მხარდაჭერა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიმართ.
აქედან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია გენერალთა კლუბის რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და პოლიტიკური საქმიანობის წარმოების ან კიდევ მის მხარდასაჭერად აქტიური პროპაგანდის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.
ამავდროულად სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ საკუთარი პარტიული ინტერესების გასატარებლად გენერალთა კლუბის სახელით აპელირება.