საქართველოს პრემიერმინისტრი მილოცვას ავრცელებს.
„ვულოცავ ჩვენს საამაყო ძიუდოისტებს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძიუდოში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვებას და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას.
ვულოცავ ამ გამარჯვებას თითოეულ მოასპარეზეს – ამირან პაპინაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, ნუგზარ ტატალაშვილს, ზებედა რეხვიაშვილს, ავთანდილ ჭრიკიშვილს, ლევან წიკლაურს, ვარლამ ლიპარტელიანს, ლევან ჟორჟოლიანს, ნოდარ მეტრეველსა და ადამ ოქრუაშვილს.
ვულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ნაკრების მთავარ მწვრთნელს ირაკლი უზნაძეს, მწვრთნელებს გიორგი ვაზაგაშვილსა და დავით ასუმბანს და მადლობას ვუხდი მათ ასეთი გუნდის მომზადებისათვის.
მადლობა ყველას ჩვენი გახარებისთვის.
მჯერა, ჩვენი სახელოვანი ძიუდოისტები კვლავაც არაერთ გამარჯვებას მოიპოვენ და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ამაყად ააფრიალებენ საქართველოს დროშას“- აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.