თბილისი, 2 სექტემბერი, 2013 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხდა, საქართველოს ბანკისა და პსპ-ს ერთობლივი პროექტის შესახებ. დღეიდან შესაძლებელია პსპ-ს სააფთიაქო ქსელში, საქართველოს ბანკის ყველა ტიპის პლასტიკური ბარათით გადახდა, მათ შორის American Express ბარათებით, რომელსაც ექსკლუზიურად მხოლოდ საქართველოს ბანკი სთავაზობს მომხმარებელს.
ის ვინც, American Express-ის ბარათით გადაიხდის პსპ-ს 160-მდე აფთიაქსა და ფარმამარკეტში, საჩუქრად მიიღებს ორ MR ქულას 1,5-ის ნაცვლად და 1.5% Cashback-ს 1%-ის ნაცვლად.
საქართველოს ბანკი ექსკლუზიურად უშვებს საქართველოში American Express ბარათებს და ახდენს სავაჭრო ობიექტების American Express-ის ქსელში ჩართვას. მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს American Express-ის ბარათების ფართო სპექტრით და შეარჩიოს მის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტი: American Express Card, American Express Gold Card, American Express Blue Card, American Express Rewards Card და American Express ბიზნეს ბარათები.