კომპანია სს "წყალი მარგებელმა" (ნაბეღლავმა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისათვის ინგლისურ ენაში განათლების ამაღლების წახალისების მიზნით, სპეციალური პროექტი შეიმუშავა.
კერძოდ, ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე სამი მოსწავლე დიდ ბრიტანეთში, ორკვირიანი ენის კურსებით დააჯილდოვა. ინგლისური ენის კურსი, ცხოვრებისა და გზის ხარჯები,ექსკურსიებისა და სხვადასხვა სახის აქტივობები კომპანიამ დააფინანსა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეები ბრიტანეთიდან შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
„ნაბეღლავმა“ საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე 15 დღე გვაჩუქა. ექსკურსიები, საინტერესო გაკვეთილები, ახალი ნაცობები, კომფორტული გარემო - ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება... და რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ, „ - ემოციებს ვერ მალავენ ისინი.
შეგახსენებთ, რომ ბავშვების შერჩევა განათლების სამინისტროს მიერ ინგლისურ ენაში ჩატარებული ოლიმპიადის შედეგების გათვალისწინებით, სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. რეიტინგის მიხედვით პირველი სამი მოსწავლე - გვანცა ცინცაძე (53 ქულა), ლუკა ყაჭეიშვილი (50 ქულა) და მაგდა მამალაძე (45 ქულა),რომლებიც აგვისტოში, დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის კურსებზე გაემგზავრნენ.
სს "წყალი მარგებელი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსწავლეების განვითარებაზე, წინსვლასა და წახალისებაზე ზრუნავს. აღსანიშნავია, რომ ეს არის საპილოტო პროექტი. ბავშვების დაბრუნებისა და მათთან გასაუბრების შემდეგ განიხილა სამომავლო გეგმებიც, თუ რა მიმართულებით გაგრძელდება პროექტი მომავალში. სს "წყალი მარგებელი" უსურვებს მათ წინსვლასა და წარმატებას განათლებაში, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვა მოსწავლეებს მოუწოდებს აქტიურად თვალყური ადევნონ კომპანიის პროექტებს, რათა მომავალში თავადაც გახდნენ ამ პროექტების მონაწილენი.