24-25 აგვისტოს, ფოთსა და ზუგდიდში დაგეგმილი ნატახტარის ლუდის ფესტივალი ერთი კვირით გადაიდო. კომპანია „ნატახტარში“ ამ გადაწყვეტილებას მოსალოდნელ უამინდობას უკავშირებენ.
ფესტივალები, რომელებიც ერთდროულად უნდა გამართულიყო ფოთსა და ბათუმში 24-25 აგვისტოს ნაცვლად, მომავალი კვირისთვის 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს ჩატარდება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კომპანიის ხუთი ბრენდი: ნატახტარი, მთიელი, კაიზერი, კოზელი და ეფესი.