გათავისფლებიდან ერთი დღის მერე ერთ-ერთი მძევლის მამა სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ტატო ღოღოლაშვილის მამა, იმედა ღოღოლაშვილი ამბობს, რომ მოხდა გატაცება, ან გატაცების ინსცენირება. მისი თქმით, შეუძლებელია, მშობლიური სოფლიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მყოფ ახალგაზრდებს საკუთარი სახლისთვის ვერ მიეგნოთ და გზა აბნეოდათ. გარდა ამისა, როგორც იმედა ღოღოლიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდები სახლიდან საშინაო ჩუსტებით წავიდნენ, უკან კი სხვა ფეხსაცმელებით დაბრუნდნენ. ღაღოლიშვილის თქმით, მის შვილს იმ დღეს, რა დღესაც ახალგაზრდები სოფლიდან მოშორებით საქეიფოდ წავიდნენ, ალკოჰოლი საერთოდ არ მიუღია.