წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კაბალის შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნების „ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ლაგოდეხის რაიონულ ცენტრში მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
გიორგი მარგველაშვილმა ლაგოდეხში გამართული შეხვედრა ჟურნალისტებთან შეაფასა:
„ჩვენ ვესაუბრეთ ლაგოდეხის მოსახლეობას, ეს იყო უაღრესად თბილი შეხვედრა. შეხვედრები კიდევ გრძელდება. ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ გადავწყვიტოთ ერთად მიმდინარე პრობლემები და დავსახოთ სტრატეგიული გეგმა ქვეყნის განვითარებისათვის. ლაგოდეხი არის საქართველოს აღმოსავლეთ კარიბჭე, რომლითაც ექმნებათ შეხედულება საქართველოს შესახებ, როდესაც პირველად შემოდიან აღმოსავლეთიდან. ბუნებრივია ლაგოდეხი უნდა იყოს საქართველოს სავიზიტო ბარათი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი ლაგოდეხის შემდეგ, დღეს შეხვედრებს შილდასა და ყვარელში გამართავს