სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გეგმური ინსპექტირებისას კომპანია "ბარამბოს" საწყობიდან ამოიღეს 25-ლიტრიანი 48 კასრი დანიური წარმოების არომატიზატორი (საკვებდანამატი), რომელიც ფართოდ გამოიყენება ნაყინის წარმოებაში.
აღნიშნული პროდუქცია ვადაგასული იყო - ვარგისიანობის ვადა 2011 წელს ამოეწურა და, კანონმდებლობის შესაბამისად, განადგურებას ექვემდებარება.
სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ამოღებული პროდუქცია დალუქეს და უახლოეს დღეებში გაანადგურებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები განაგრძობენ გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.