აზერბაიჯანი საქართველოს ინვესტორების ტოპ ხუთეულში შედის

აზერბაიჯანი საქართველოს ინვესტორების ტოპ ხუთეულში შედის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 15 აგვისტოს მონაცემებით, აზერბაიჯანი შედის იმ 5 ტოპ ქვეყანაში, რომელმაც საქართველოში 2012 წელს პირდაპირი ინვესტიციები განახორციელა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, საქართველოში, აზერბაიჯანის პირდაპირი ინვესტიციის მოცულობა 2012 წელს 59 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც ქვეყნის პირდაპირი ინვესტიციის 7 პროცენტს წარმოადგენს.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამი 911.6 მილიონი ა.შ.შ. დოლარი გახლდათ 2012 წელს და მასში 72 სახელმწიფო იყო ჩართული. სიას ლიდერობდა გერმანია საქართველოს ეკონომიკაში 138.8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით (პიდაპირი ინვესტიციების 15%). მას მოყვება გაერთიანებული სამეფო 93.6 მილიონი აშშ დოლარით, ანუ მთლიანი ინვესტიციების 10%-ით, თურქეთი 81.1 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 9%) და საერთაშორისო ორგანიზაციების ინვესტიციები 63.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც მთლიანი ინვესტიციების 7 პროცენტია.

2013 წლის პირველ მეოთხედში საქართველოს ეკონომიკაში აზერბაიჯანის პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 38.4 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 94.9%-ით აღემატება.

ხუთ წელიწადში (2008-დან 2012 წლამდე) საქართველოში აზერბაიჯანის პირდაპირი ინვესტიციების რაოდენობა 308.7 მილიონ აშშ დოლარს უდრიდა. ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2012 წელს, როცა ის 138 მილიონი აშშ დოლარის ტოლი იყო. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 23.9 მილიონი აშშ დოლარი 2008 წელს დაფიქსირდა.
უფრო მეტიც, აზერბაიჯანი იქცა ქართული ექსპორტის ძირითად ბაზრად 2013 წლის პირველ ნახევარში. 2013 წლის იანვრიდან ივნისამდე საქართველოდან აზერბაიჯანში განხორციელდა 332.81 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი, რაც მთლიანი ექსპორტის 26.9 პროცენტს წარმოადგენს.

ექსპორტი აზერბაიჯანში გაიზარდა 17.5%-ით, ამ პერიოდში 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა საქართველოს იმპორტი აზერბაიჯანში 283.23 მილიონ აშშ დოლარს უდრიდა.

2013 წლის მეორე ნახევარში საქართველოს მეორე იმპორტიორი იყო სომხეთი, რომელსაც სავაჭრო ოპერაციებში 141.06 მილიონი აშშ დოლარი ეკავა (მთლიანი ექსპორტის 11.4 პროცენტი). ქართული საქონლის მესამე, უდიდესი იმპორტიორი გახლლდათ აშშ-ი 85.07 მილიონი აშშ დოლარით (6.9 პროცენტი).

2013 წლის იანვრიდან ივნისამდე მონაკვეთში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 1.24 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 9%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

2013 წლის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანიდან საქართველოს იმპორტი 273.16 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ანგარიშის თანახმად აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 15.3%-ით შემცირდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როცა საქართველომ აზერბაიჯანიდან 322.57 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტი განახორციელა.

ამავდროულად, აზერბაიჯანი მეორეა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც საქართველოში ექსპორტს ახორციელებენ. საქართველოს მიერ იმპორტირებული საქონლის მთლიან მოცულობაში აზერბაიჯანის იმპორტის მაჩვენებელი 7.9 პროცენტს უდრის. საქართველო იმპორტირებას ძირითადად თურქეთიდან ახდენს. 2013 წლის პირველ მონაკვეთში თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ღირებულება იყო 610.87 მილიონი აშშ დოლარი, ანუ ქვეყნის მთლიანი იმპორტის 17.6 პროცენტი, რომლის მთლიანი ღირებულებაც 3.48 მილიარდის ტოლია.

http://www.azernews.az/business/58232.html