ზურაბ ხარატიშვილი ცესკო-ში შეხვედრას გამართავს

ზურაბ ხარატიშვილი ცესკო-ში შეხვედრას გამართავს

16 აგვისტოს, 16:00 სთ-ზე ზურაბ ხარატიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

ზურაბ ხარატიშვილი შეაჯამებს ცესკოს მიერ უკვე განხორციელებულ საქმიანობებს და ზემოაღნიშნული ორგანიზაციების მიმართ გამოხატავს მადლიერებას მუდმივი მხარდაჭერისა და გასული წლების განმავლობაში ეფექტური თანამშრომლობისთვის.

ღონისძიება გაიმართება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მის: აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.