გიორგი მარგველაშვილი ცესკოში განაცხადს ოფიციალურად დღეს შეიტანს

გიორგი მარგველაშვილი ცესკოში განაცხადს ოფიციალურად დღეს შეიტანს

კოალიცია "ქართული ოცნება" დღეს საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის რეგისტრაციაში გასატარებლად განაცხადს შეიტანს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციიდან აცნობეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოფიციალურ განაცხადს პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენლები ცესკოში ირინა იმერლიშვილი და ლაშა აბაშიძე წარადგენენ.

ამ დროისათვის ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად 33 განაცხადია შესული, მათგან ერთი მიხეილ სალუაშვილი უკევ დარეგისტრირებულია, ხოლო ორს უარი ეთქვა.
ამასტან, განაცხადი უკვე შეტანილი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძესაც.
გიორგი მარგველაშვილის რეგისტრაციაში გასატარებლად ცესკოში განაცხადი დღეს 15:00 საათზე შევა.