"გამოძიების ექსპერიმენტი "ტრაქტორების საქმეზე" მასხარაობა იყო"

"რეკომენდაციის მიცემისთვის თუ აპატიმრებდნენ, ვერასდროს ვიფიქრებდი", - განაცხადა სასამართლო პროცესზე ე.წ "ტრაქტორების საქმეზე" დაკავებულმა ყველაზე ხანდაზმულმა პირმა, 66 წლის ომარ თედორაძემ. მისმა სიტყვებმა დარბაზში საკმაოდ მძიმე ემოცია გამოიწვია. 

თედორაძისთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს თვითონვე მიმართა ივლისის თვეში, რაც გამოწვეული იყო მისი მძიმე ავადმყოფობით. თედორაძეს კლინიკაში გულის ოპერაცია გაუკეთეს.

8 აგვისტოს გამართულ პროცესზე ასევე პროკურატურის შუამდგომლობით, გირაოთი გაათავისუფლეს კიდევ ორი ბრალდებული ვაჟა ნახუცრიშვილისა და გივი ქაიხოსროშვილი
ამავე პროცესზე, მექანიზაციის ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა პროფესორმა ზაზა მახარობლიძემ საქმის მასალებიდან ექსპერტიზის იმ დასკვნის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რომელიც ექსპერიმენტს ეხებოდა.

"ექსპერტები არ არიან კვალიფიცირებულები. არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური განათლება, რაც მათ აღნიშნული ტიპის ექსპერიმენტების ჩატარების უფლებას აძლევს.

თუ ფასთა სხვაობაზე მიდის საუბარი, გაცილებით უფრო იაფად ნაკლებ ფასად შეგიძლიათ ისეთ სიმძლავრის ტრაქტორები შეიძინოთ აზიური წარმოების ქვეყნებში, ვიდრე ის კონკრეტული ჯგუფი სთავაზობდა სახელმწიფოს, რომლებსაც პრეტენზია ჰქონდათ. აქ საუბარია ხარისხზე და არ უნდა ხდებოდეს აპელირება იმაზე, რომ რომელიღაც ტრაქტორი იაფი ღირდა სხვაზე. იმ ტექნიკური მახასიათებლებს, რომელიც ექსპერტთა ჯგუფმა დადო მოთხოვნად, არ შეესაბამებოდა იმ ფირმის მონაცემებს, რომლებსაც ახლა პრეტენზია აქვთ. (საუბარია "ჯი-თი" გრუპზე. ავტ)
ჩვენ, პირადად მეცნიერები საერთოდ არანაირ შეხებაში არ ვიყავით შესყიდვებთან.

ექსპერტიზა, რომელიც ჩაატარეს, მასხარაობა იყო. როგორც შეიძლება ტრაქტორისტმა და გამომძიებელმა ჩაატაროს ექსპერტიზა.

ვინ დააყენა გუთანი წინასწარ? რომელზე იყო სწორად დაყენებული. იციან სწორად დაყენება?"- განაცხადა მახარობლიძემ.