გიორგი მარგველაშვილი სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანიას მართავს

გიორგი მარგველაშვილი სამეგრელოში წინასაარჩევნო კამპანიას მართავს

12 აგვისტოს, 11:30 საათზე, ხობის რაიონის სოფელ ნოჯახევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წმინდა ცოტნე დადიანის ხსენების დღის აღსანიშნავ საზეიმო წირვას დაესწრება.

იმავე დღეს, 16:30 საათზე, სენაკის რაიონის სოფ. ნოქალაქევში დაიწყება გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანია. ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, კოალიციის ლიდერები და საზოგადოების წარმომადგენლები.

საკონტაქტო პირი: თინათინ მჟავანაძე 595 413 013