ტრაქტორების საქმეზე სასამართლომ ბრალდების მტკიცებულების დიდი ნუსხა დაუშვებლად სცნო

ტრაქტორების საქმეზე სასამართლომ ბრალდების მტკიცებულების დიდი ნუსხა დაუშვებლად სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ "ტრაქტორების საქმის" სასამართლო განხილვა მიმდინარეობს. სასამართლომ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში იდო.

"ზეტორის" ფირმის კატალოგი, რომელიც ბრალდების მხარეს მტკიცებულებად ჰქონდა ჩადებული, მოსამართლე ჯორბენაძემ დაუშვებლად სცნო. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ "კატალოგი" არასამართალწარმოების ენაზე იყო წარდგენილი. შეგახსენებთ, რომ "ზეტორი" სწორედ ის ფირმაა, რომლის გამოც პროკურატურა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ედავება, თითქოს ტენდერი სპეციალურად ამ ფირმის მონაცემებს და კლასიფიკაციას მოარგეს.

წინა სასამართლო პროცესზე, რომელიც 5 აგვისტოს გაიმართა, ერთ-ერთი ბრალდებულის მეცნიერ ზაზა მახარობლიძის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა დააყენა და ერთდროულად საქმის რამდენიმე ტომის დაუშვებელ მტკიცებულება ცნობა მოითხოვა. მისი განცხადებით, აღნიშნულ ტომებში მხოლოდ ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია იყო, სამართალწარმოება კი ქართულ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს.

აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა.