სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება

სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება

ხვალ, 8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა გაიმართება. წინა სასასამართლო პროცესზე პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულებისთვის აღმკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლაზე ვერ იშუამდგომლა.

შეგახსენებთ, რომ ბრალდების მხარე ხვალ იშუამდგომლობს ორი ბრალდებულისთვის - ვაჟა ნახუცრიშვილისთვის და გივი ქაიხოსრიშვილისთვის გირაოს შეფარდების საკითხზე. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ აღმკვეთ ღონისძიებად ბრალდებულების დაპატიმრება არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ბრალეულობას. ადვოკატების თქმით, პროკურატურის მიერ წაყენებული ყველა შუამდგომლობა უსაფუძვლოა.

ორშაბათს გამართულ სასამართლო პროცესზე სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელა. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის, მამუკა ივანიაძის დაკითხვის ოქმი საქმიდან ამოიღონ, ხოლო ბრალდების მხარემ მოწმეების დაკითხვა მოითხოვა.
ხვალ სასამართლო პროცესი ხვალ 16 საათზე გაიმართება.