ახალი ჩიხი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში, - ამ სათაურით აქვეყნებს ვებგვერდი Russia Direct თანამედროვე ავღანური სწავლების ცენტრის ექსპერტის, შუა აღმოსავლეთისა და კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის თემებზე მომუშავე ნიკიტა მენდკოვიჩის სტატიას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სანამ თბილისი მისი ძირითადი სტრატეგიული მიზნების მოქნილობას დემონსტრირებას ახდენს, რუსეთ-საქართველოს შორის დაახლოებას უახლოეს მომავალში არავინ უნდა ელოდეს.
"2008 წლის "ხუთდღიანი ომიდან" – რუსეთსა და საქართველოს შორის სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტიდან - ხუთი წელი გავიდა. 7-12 აგვისტოს მოვლენების შემდგომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობამ კონფრონტაციასა და ახალი პოლიტიკური დიალოგის ძიებას შორის იწყო რწევა", - წერს ნიკიტა მენდკოვიჩი და დასძენს, რომ 2008 წლის შემდეგ ყველაზე შეუვალი ნაბიჯი მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება იყო. თუმცა, თბილისი მათ "ოკუპირებულ ტერიტორიებად" მოიხსენიებს.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აფხაზეთი-სამხრეთ ოსეთის პრობლემა მწვავედ პოლიტიზებულია საქართველოში, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, არამედ საზოგადოებრივი ცნობიერების დონეზე.
"ამ ეროვნული ავტონომიების დამოუკიდებლად გამოცხადება, აფხაზი დევნიელების პრობლემა და 1990-იან წლებში სამოქალაქო ომში ქვეყნის ცენტრალური მთავრობის მარცხის შემდეგ ეროვნული დამცირება უამრავი ქართველის გონებაში ღრმად ჩაიბეჭდა", - წერს ნიკიტა მენდკოვიჩი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ჩიხურ მდგომარეობაში რჩება განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი კი კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.
"ერთი მხრივ, პარადოქსულია ისიც, რომ მიუხედავად საზოგადოებრივი მხარდაჭერისა - თბილისმა არ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და გაწევრიანდეს ნატო-სა და ევროკავშირში, არსებობს თანაბარი მოთხოვნა, რომ გაუმჯობესდეს რუსეთთან ურთიერთობები. და ეს არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის არსებული ტრადიციული და კულტური კავშირების გამო, არამედ იმიტომაც, რომ რუსეთში უამრავი ქართველი მიგრანტი მუშაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ქართველმა ხელისუფლებმა ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ", - აღნიშნავს ავტორი.
ნიკიტა მენდკოვიჩი წერს, რომ რეალურად, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პირველი ნაბიჯები მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას გადაიდგა, როდესაც საქართველო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დათანხმდა, თუმცა ვინდაინ რუსეთმა სააკაშვილსა და მის გარემოცვას 2008 წლის აგვიტოს ომზე პასუხისმგებლობა დააკისრა, ორმხრივი დიალოგი არ შედგა.
"კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადაიდგა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მიერ, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გამარჯვების შემდეგ მოვიდა. სააკაშვილი კვლავაც პრეზიდენტად რჩება, თუმცა მისი ძალაუფლება შემცირდა, ქვეყანას მინისტრთა კაბინეტი მართავს, პრეზიდენტის "ნაციონალური მოძრაობა" კი ოპოზიციაში გადავიდა. ახალი მთავრობის კურსი რუსეთთან და სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა და ძირითადად წინამორბედის იდოლოგიური "დაბლოკილი პოლიტიკის" მიღმაა ფოკისურებული. წინა მთავრობა აშშ-სთან და აზერბაიჯანთან დაახლოებაზე იყო ორიენტირებული", - წერს ნიკიტა მენდკოვიჩი და დასძენს, რომ არჩევნების შემდეგ რუსეთი და საქართველო შეთანხმდნენ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე შეტანაზე.
"ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა კიდევ ერთხელ მოექცა ჩიხში. მიუხედავად ივანიშვილის მთავრობის საგარეო პოლიტიკის მოქნილობისა, თბილისი უარს არ ამბობს მთავარ მიზნებზე: ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებაზე, დსთ-სთან პოლიტიკური თანამშრომლობის შეწყვეტაზე. საქართველოს ახალი ხელისუფლების განცხადებები ბევრ საკითხზე ცხადად მიუთითებს და მცირე შესაძლებლობებს ტოვებს ნებისმიერ ამ საკითხზე კომპრომისისთვის", - წერს ნიკიტა მენდკოვიჩი და დასძენს, რომ საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ, სადაც ხაზს უსვამენ, რომ საქართველო არ დაამყარებს ურთიერთობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ ასევე განაცხადა, რომ 2014 წლისთვის პოლიტიკიდან წავა, რაც კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას სძენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას – თუ ის მართლაც წავა, ვინ იქნება მთავრობის ახალი ლიდერი და როგორ მოიქცევა ის? ერთადერთი ახსნა ისაა, რომ საქართველოს დასავლელი დონორები, რომლებზეც ქვეყანა ერთობ დამოკიდებულია, ივანიშვილის დროებით ფიგურად განიხილავენ და მისი ჩანაცვლება სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული "რესპუბლიკური პარტიის" რომელიმე წარმომადგენლით სურთ", - წერს სტატიის ავტორი.
ნიკიტა მენდკოვიჩის აზრით, თუ რესპუბლიკა, რომელიც პრაქტიკულად დასავლეთის გრანტებითა და სესხებით საზრდოობს, ორმხრივად სასარგებლო თანამშროლობის გზით ეკონომიკურად მეტად დამოუკიდებელი არ გახდება, მაშინ ამ ყოველივეს მსხვერპლი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გახდება.
"საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის ზრდამ, შესაძლოა, ასევე ხელი შეუწყოს რეგიონსი ერთობლივ საერთაშორისო ეკონომიკკურ პროექტებს თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ჩართულობით. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველომ დელიკატური ბალანსი უნდა იპოვოს დასავლთის გალენას, მისი მმართველი კლასის მისწრაფებებსა და საზოგადოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგობრივ მოთხოვნებს შორის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობები დასავლეთთანა და რუსეთთან, ამავდროულად კი დააკმაყოფილოს ელექტორატის მკვეთრი რიტორიკა. ამ პოლიტიკურ ფონზე, შეუძლებელია გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს რუსეთთან დაახლოების მიმართულებით. თუმცა, ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს იმედი, რომ ორი ქვეყანა შეძლებს შეინარჩუნოს ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში განხორციელებული მიღწევები და თავიდან აიცილოს პოლიტიკური კონფრონტაციის ნებისმიერი გამოვლინებები", - წერს ნიკიტა მენდკოვიჩი.