„წყალი მარგებელი“ დიაბეტით დავადებული მოზარდების დასახმარებლად

„წყალი მარგებელი“ დიაბეტით დავადებული მოზარდების დასახმარებლად

დღეს, 5 აგვისტოს, ამერიკული არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანაიზაცია „ექთს ჯორჯიას“ ეგიდით დიაბეტით დაავადებული 50 მოზარდი კახეთში გამაჯანსაღებელ საზაფხულო ბანაკში გაემგზავრა. ისინი ორი კვირის განმავლობაში ექიმებისა და „ექთს ჯორჯიას“ წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ ყვარელში, საპატრიარქოს გიმნაზიის შენობაში იცხოვრებენ და გაერთობიან თანატოლებთან ერთად. 

უკვე მეოთხე წელია, რაც დიაბეტურ ბანაკს სპონსორობას უწევს კომპანია „წყალი მარგებელი“ და ყოველწლიურად უსასყიდლოდ გადასცემს 1000-მდე ბოთლ ნაბეღლავისა და ბახმაროს წყალს.

მოზარდები ბანაკში დღეს, აშშ-ს სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, „ექთს ინტერნეიშენალის“ პრეზიდენტმა პატრიცია ბლეიერმა , „ექთს ჯორჯიას“ ვიცე-პრეზიდენტმა გურამ ამირიძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა თავად გააცილეს. მათ გაწეული დახმარებისთვის „წყალი მარგებელს“ მადლობა გადაუხადეს და ხაზის გაუსვეს კომპანიის წვლილს აღნიშნულ საქმეში.

„ძალიან დიდი მადლობა „წყალი მარგებელს“ გაწეული დამხარებისთვის. საკმაოდ დასაფასებელია როცა ასეთ საქმეში ბიზნესიც ერთვება. მეოთხე წელია მათ თანადგომას ვგრძნობთ. ყოველწლიურად ბანაკი მინერალური წყლით მარგდება, რომელიც ასე ძალიან უყვართ პატარებს და აჯანსაღებთ მათ,“ - აღნიშნა „ექთს ჯორჯიას“ ვიცე-პრეზიდენტმა პატრიცია ბლეიერიმ.