საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში” არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მხარეებმა სხვადასხვა აქტუალური საარჩევნო საკითხები განიხილეს. დღესვე, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა კენჭისყრისდღის პროცედურების შესახებ სასწავლო და ტესტირების პროგრამა წარადგინა.
სამუშაო შეხვედრები მედიასა და არასამთავრობო სექტორთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ორ კვირაში ერთხელ იმართება. ცესკო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) მჭიდრო თანამშრომლობით, ზემოაღნიშნული შეხვედრების ორგანიზებით ქმნის ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ ეხმარება საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის მიზნებისა და მიმართულებების განსაზღვრაში.