ხვალ, 6 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ-ივერიაში“ კომპანია „ნატახტარი“ პრესკონფერენციას გამართავს, რომელზე იგი მომხარებელს მორიგ სიახლეს გააცნობს. ამიერიდან ნატახატრის ლუდი და ლიმონათი ბაზარზე 0,33 ლიტრიანი შეფუთვით გამოვა. პრესკონფერენციას წარუძღვებიან და ჟუნალისტების კითვებს უპასუხებენ კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი და ბრენდმენეჯერი ნინო მიქელაძე.
ახალი შეფუთვის გამოშვება აღნიშნულ პროდუქციებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, ამიტომაც მათი ჩამოსხმა 0,33 ლიტრის თუნუქის შეფუთვაში გადაწყდა. შეფუთვის ეს სახე მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი და ფასითაც მიმზიდველია, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ლიმონათისა და ლუდის მოხმარების ადგილების ზრდას, ასევე საექსპორტო ქვეყნებში პოზიციების გამყარებას.