ფონდმა "ქართული გალობამ" ჰამლეტ გონაშვილის ალბომი გამოსცა
29 ივლისს, 11:00 საათზე, ფონდი „ქართული გალობის“ ოფისში (ქ. თბილისი, გერგეთის N3) პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის ძირითად მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ინფორმირება ყველაზე ღვაწლმოსილი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის განახლებული DVD ალბომის შესახებ, რომელიც ფონდი „ქართყული გალობის“ მხარდაჭერით გამოვიდა. ალბომი ორი კომპაქტური დისკისგან შეგდება.
ფონდის საბჭოს წევრი ანზორ ერქომაიშვილი, სამების საკათედრო ტაძრი მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი , მაყვალა გონაშვილი და ჰამლეტ გონასვილის ოჯახის წევრები ასევე ისაუბრებენ ჰამლეტ გონაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტის შესახებ, რომელიც 28 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართება.
პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან გია ბაღაშვილი , თამარ ჭოხონელიძე, ჯულიეტა გონაშვილი (ჰამლეტის და).
პრესკონფერენციის დასასრულს, ანზორ ერქომაიშვილი დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ფონდის სამომავლო გეგმებს, როგორიცაა, ოქროს ფონდის გასუფთვება და გადაწერა DVD-ზე, ღვაწლმოსილი ლოტბარების იუბილეების აღნიშნვა, „საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის „ კურსდამთავრებულებისთვის კონცერტის მოწყობა, მემორანდუმი რუსთველის თეატრთან, კონკურსი უცხოეთში და საქართველოში მყოფი გუნდებისა და შემსრულებლებისთვის, ყველა ლოტბარისა და რეგენტის დაფინანსების შესახებ, რომელიც სათავეში ჩაუდგება რეგიონალური საგალობლების სკოლებს.
ფონდი “ქართული გალობა” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. მისი თანადგომით 2006 წელს დაფუძნდა საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მაღალკვალიფიციურ რეგენტებსა და ლოტბარებს ამზადებს. გაიხსნა სკოლები ოზურგეთსა და სტეფანწმინდაში, ტიხრული მინანქრის სახელოსნო სნოში, სამრევლო სკოლა ლონდონში, აიგო ტაძარი ოზურგეთში. ასევე დაფინანსდა არაერთი კონცერტი და ფესტივალი, გამოიცა არაერთი წიგნი და აუდიო პროდუქცია ტრადიციული მუსიკის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხებზე.
ფონდის საბჭოს წევრები არიან ლექსო თორაძე და ანზორ ერქომაიშვილი,ფონდის საპატიო პრეზიდენტი, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II. ფონდის აღმასრულებელი დირექტორია ნანა გოთუა. ფონდის პროგრამების ხელმძღვანელები გიორგი დონაძე და სვიმონ ჯანგულაშვილი.