„ნატახტარის“ ტრადიციული გათამაშების ყველაზე იღბლიანი გამარჯვებული მზია ღვალაძე გახდა

„ნატახტარის“ ტრადიციული გათამაშების ყველაზე იღბლიანი გამარჯვებული მზია ღვალაძე გახდა

ნატახტარის ტრადიციული გათამაშება დასრულდა. წელს, ყველაზე იღბლიანი გამარჯვებული თბილისის მკვიდრია. „სტუმრები მყავდა, საღამო იყო, რატომღაც ლუდი მოგვინდა და მაღაზიაში ჩავედი. პატარა შეფუთვის ყიდვას ვაპირებდი და გადავიფიქრე, ბოლოს არჩევანი 2,5 ლიტრიან „ნატახტარზე“ შევაჩერე. გული მიგრძნობდა ალბათ... ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, არ ვიჯერებდი... 60 წლის ვარ და ასეთი სიხარული ჯერ არ მიგვრძნია, დაუჯერებელი იყო...50 ათასი ლარის მოგებას ვერასოდეს წამოვიდგენდი!“ – „ნატახტარის გათამაშების“ მთავარი პრიზის - 50 ათასი ლარის მფლობელს ქ-ნ მზია ღვალაძეს შინ ვესტუმრეთ, რომელიც ჩვენთან საუბრისას ემოციებსა და სიხარულს ვერ მალავდა. 


მზია ვალაძე თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ერთ მყუდრო სახლში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. მოგებაზე არასოდეს უოცნებია, როგორც თავად ამბობს, მას ეს ყველაფერი დაუჯერებლად მიაჩნდა, თუმცა „ნატახტარმა“ ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეუცვალა: „ არასოდეს მჯეროდა, ლუდი ნაკლებად მიყვარს, თუმცა გათამაშების ეშხით „ნატახტრას“ ვყიდულობდი. ამ საღამოსაც ასე მოხდა. ასეთი ხმაური, სიხარული და აჟიოტაჟი ჩემს ოჯახში დიდი ხანია არ ყოფილა. მეუღლე 7 წლის წინ გარდამეცვლა,თავს უიღბლო ადამიანად ვთვლიდი, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი ღვთის ნებაა და ასეც მოხდა“


- 50 ათასის მოგებასაც იღბლას მიაწერთ?


- რა თქმა უნდა, იღბალი იყო, ლუდის ამოსატანად მე ჩავედი. არ მეგონა ასეთი რამე თუ რეალურად ხდებოდა, ვერ ვიჯერებდი. ატყდა კივილი და ყველა ერთად ავხმაურდით.


- ლუდი გიყვართ?


- ლუდი რომ გითხრათ ძალიან მიყვარს, მოგატყუებთ. თუმცა აზარტული ვარ, რეკლამებს რომ ვუყურებდი სულ მინდოდა იქნებ მეც გამიმართლოს და როცა ლუდის ყიდვას გადავწყვეტდი არჩევანს ნატახტრზე ვაკეთებდი. ამის მერე, ალბათ „ნატახტარის“ გარდა სხვა ლუდს არც გავეკარები. მან ჩემი ცხვორება უკვე გაალამაზა და გახალისა.


- რა პროფესიის ხართ?


- მთელი ცხოვრება ვმუშაობ. პროფესიით პედაგოგი ვარ, 143-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ვმუშობ. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. სულ მინდოდა ჩემს შვილებს დავხმარებოდი, თუმცა ჩემი ხელფასით ამას იმდენად ვერ ვახერხებდი, ახლა კი გამიმართლა.


- მაინც რას შეცვლით თქვენს ცხოვრებაში?


- ჩემი ვაჟი ბინას იშენებს და ამ თანხით გარკვეულ წვლილს მეც შევიტან, რაც ძალიან მახარებს. ნაწილს ოჯახის სხვა წევრებსაც გადავუნაწილებ, გეგმები და სურვილები ყველას გვაქვს, რაზეც უარს ვერ ვეტყვი.