ირაკლი ღარიბაშვილმა მარიამ კოჩალაძის სავარაუდო მკვლელის დაკავების თხოვნით თურქ კოლეგას მიმართა

ირაკლი ღარიბაშვილმა მარიამ კოჩალაძის სავარაუდო მკვლელის დაკავების თხოვნით თურქ კოლეგას მიმართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის - ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როინთანის დაკავების თხოვნით თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ თურქული მხარე ქართველ კოლეგებს აქტიურ დახმარებას უწევს სავარაუდო მკვლელის დაკავების საკითხში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეომასალა გუშინ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს საზღვარს 16 წლის მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელი.

ვიდეოში ჩანს, რომ ყავისფერი ზურგჩანთითა და შავი ხელჩანთით აღჭურვილი ახალგაზრდა მამაკაცი საბაჟოს თანამშრომლებს შემოწმების შემდეგ, საბუთებს ართმევს და ტერიტორიას ტოვებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 ივლისს ბათუმში მომხდარი, 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს, 19:22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.
აღნიშნული პირის დასაკავებლად საქმეში ინტერპოლიც ჩაერთო.