რიჩარდ ნორლანდი:  აუცილებელია გამოინახოს გზები ხელოვნური დაყოფის შესაჩერებლად

რიჩარდ ნორლანდი: აუცილებელია გამოინახოს გზები ხელოვნური დაყოფის შესაჩერებლად

აუცილებელია გამოინახოს გზები ხელოვნური დაყოფის შესაჩერებლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა, რომელმაც დღეს შიდა ქართლში 17-ე ბაგა-ბაღის რეაბილიტირებული შენობა გახსნა.

ნორლანდმა ოკუპაციის ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დიდი პოლიტიკა ხალხს პრობლემებს უქმნის.

"ე.წ. საზღვრების გავლების საკითხი დავაყენეთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს. აუცილებელია გამოინახოს გზები ხელოვნური დაყოფის შესაჩერებლად. ასეთი ქმედებები სირთულეებს მხოლოდ ხალხს უქმნის. დიდი პოლიტიკა მოიცდის. მთავარია ადგილობრივებმა განაგრძონ მიწის დამუშავება, პირუტყვის საძოვრებზე გაყვანა და ნათესავების მონახულება. ამ რეგიონში ადამიანებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეთ", - აღნიშნა ნორლანდმა.