ევროპარლამენტარი ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის პრეზიდენტს ადარებს.

ევროპარლამენტარი ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის პრეზიდენტს ადარებს.

ევროპარლამენტარმა ანა გომესმა განაცხადა „თვითერის“ მეშვეობით: „ნაყოფიერმა შეხვედრამ 31 წლის შინაგან საქმეთა მინისტრთან, მომაგონა დამწყები ბაროსო, იგივე ასაკი, იგივე სამთავრობო პორტფელი და პიროვნული თვისებები - ევროპარლამენტარი ანა გომესი ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ“

შეგახსენებთ, რომ ანა გომესი ევროპარლამენტის იმ დელეგაციის შემადგენლობაში გახლდათ, რომელიც საქართველოს 17 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპის „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე არნო დანჟანი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
ასევე, შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვი ესწრებოდა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, შს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. საუბარი, ასევე, ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხებს შეეხო.