საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლონეთში ვიზიტი დაიწყო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილმა პოლონელ კოლეგა, დონალდ ტუსკთან გამართა. შეხვედრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში შედგა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საკითხს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.