ბიძინა ივანიშვილი ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ლიტვის მთავრობის სახლში, პრემიერ-მინისტრ, ალგირდას ბუტკევიჩიუს შეხვდა. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალგირდას ბუტკევიჩიუსი ქართველ კოლეგას მთავრობის სახლის მთავარ შესასვლელში შეეგება და შეხვედრაზე მიიწვია. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტვის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მიმართული უდიდესი ძალისხმევისთვის.

მისივე განცხადებით, ლიტვის მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.

გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.