"ქართული ლუდის კომპანიას" ორთვინ ჰენიგი და გუიდო მუენთელი ეწვევიან

18 ივლისს 16:00 საათზე ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი და გერმანიის საელჩოს ეკონომიკური ატაშე საქართველოში გუიდო მუენთელი ეწვევიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხელი მოეწერა ს.ს "ქართული ლუდის კომპანიისა" და კომპანია "Bitburger Braugruppe"-ს შორის ოფიციალური ხელშეკრულებს, რომელიც ორი ქვეყნის, გერმანიისა და საქართველოს ორ უმნიშვნელოვანეს საწარმოს შორის ბიზნეს-პარტნიორულ ურთიერთობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ, ოქტომბრის თვის შემდეგ, ქარხანაში 5.5 ევროს ინვესტიცია განხორციელდა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ინვესტიცია ქართულმა მხარემ პარტნიორი ბიზნეს ჯგუფის დახმარებით, ყოველგვარი საბანკო გარანტიების გარეშე, კომერციული კრედიტის სახით განახორციელა.

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ გენერალური დირექტორის ვასილ სულხანიშვილის განცხადებით თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ძალებს იკრებს და ბიზნეს-პარტნიორების დახმარებით, კომერციული კრედიტის სახით, ქარხანაში დამატებით 3.3 ევროს ინვესტიცია განხორცილება. „ეს ფაქტი ხაზს უსვავს იმ ფაქტს რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთების დადებითი ტენდეციებია, რაც შეუმჩნეველი, ბუნებრივია, არ დარჩებათ უცხოელ პარტნიორებს. ეს ყოველივე კი ცალსახად, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარია“ - აცხადებს სულხანიშვილი.

შეხვედრას გერმანული კომპანია KHS-ის წარმომადგენელი ივან ზაბუნიც დაესწრება