მარნეულის სასურსათო ქარხნისა და კულინარიის აკადემიის ერთობლივი პროექტის პირველი ეტაპი დღეს დასრულდება
გადაუღე, ატვირთე და დაამტკიცე, რომ „ის“ მარგებელია!
მარნეულის სასურსათო ქარხნისა და კულინარიის აკადემიის ერთობლივი პროექტი დასასრულს უახლოვდება - კონკურსის პირველი ეტაპი დღეს დასრულდება.
დღეს გამოვლინდება 10 გამარჯვებული, მათ შორის 6 ლაიკების რაოდენობის გათვალისწინებით , კომპეტენტური ჟიური კი 4-ს „მარგებელი დესერტისა“ და „მარგებელი კერძის“ კრიტერიუმებით შეარჩევს. ფოტოკონკურსის ყველა გამარჯვებულს მარნეულის სასურსათო ქარხანა საყოფაცხოვრებო ტექნიკით დააჯილდოვებს.
ერთი თვის განმვალობაში პროექტის ინიციატორებმა გურმანებს, მზარეულებს, კულინარებს, განსაკუთრებით კი მათ, რომელთაც ფოტოხელოვნებაც იზიდავდათ ან უბრალოდ განსაკუთრებული ფანტაზიის უნარით გამოირჩეოდნენ, სპეციალურ კონკურსით შესაძლებლობა მისცეს საკუთარი კულინარული ნიჭი გამოევლინათ.
„მარგებელი კულინარია“ - ასე ჰქვია „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და კულინარიის აკადემიის ერთობლივ პროექტს, რომელშიც მონაწილეობა მარტივი და ამასთან „მარგებელია“.
მთავარი მოთხოვნაა, „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მიერ წარმოებული ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება კერძის/დესერტის მომზადებისას კონკურსანტებმა უკვე შეასრულეს და ფესიბუქის მომხმარებელთა მოწონებებიც დაიმსახურეს.
გადაუღე ფოტო შენს მიერ მომზადებულ კერძს/დესერტს და დაამტკიცე, რომ შენი მომზადებული კულინარიული ნიმუში ყველაზე გემრიელი და მარგებელია - მათ ეს შეძლეს.
კონკურსის „მარგებელი კულინარია“ მედია პარტნიორია რუსთავი2-ის გადაცემა „სხვა შუადღე“.
რაც შეეხება კონკურსის მეორე ეტაპს, უფრო მეტი სტიმულისათვის კონკურსში მონაწილეებს დამატებითი პრიზის მოპოვების შანსი მიეცათ.
II ეტაპი დაკომპლექტდება კონკურსანტების საუკეთესო 20-ულით, რომელთა ფოტოსურათებმაც ყველაზე მეტი ლაიკი მოაგროვეს.
გამოავლინე შენი კულინარიული ნიჭი პრაქტიკაში, - კულინარიის აკადემიაში გააცოცხლე ფოტოზე აღბეჭდილი კერძი/დესერტი და ჟიურის წევრებს დააგემოვნებინე.
მეორე ეტაპის შემდეგ გამოვლინდება 5 გამარჯვებული ნომინაციელბში: „მარგებელი დესერტი“, „მარგებელი კერძი“ და „მარგებელი რეცეპტების“ კონკურსს ეყოლება ერთადერთი „მარგებელი კულინარი“ .
თქვენს შესაძლებლობებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს:
მერიკო გუბელაძე (რუსთავი 2-ის გადაცემა „სხვა შუადღე“, თანაწამყვანი )
ლევან კობიაშვილი (კულინარიის აკადემია, ლექტორი)
ნატა ...... (კულინარიის აკადემია, ლექტორი)
დეგუსტაციის შემდეგ გამოვლინდება 5 ყველაზე „მარგებელი კულინარი“, რომელსაც მარნეულის სასურსათო ქარხანა მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით დააჯილდოვებს, ხოლო მათგან საუკეთესო სამეული კულინარიის აკადემიაში სამოყვარულო კურსს გაივლის.
„მარგებელი პრიზები“
I ეტაპი - ყველა გამარჯვებულს გადაეცემა წვენსაწური აპარატი
II ეტაპი - პრიზები გადანაწილდება ნომინაციების მიხედვით:
I ადგილი - „მარგებელი კულინარი „
II – III ადგილი - „საუკეთესო მარგებელი დესერტი“ და „საუკეთესო მარგებელი კერძი“
IV - V ადგილი --„მარგებელი კერძი“ და „მარგებელი დესერტი“
"მარგებელ კულინარს" მარნეულის სასურსათო ქარხანა დამატებით ასაჩუქრებს - გამარჯვებულ რეცეპტზე სპეციალურ ვიდეო-რგოლს მოუმზადებს, რომელიც განთავსებდა კომპანიის ვებ გვერდზე!