ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ თალიბანის სახელით ატვირთული ვიდეოს გამოძიებაში მისი უწყების ოპერატიული საშუალებებიც ჩაერთონ

ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ თალიბანის სახელით ატვირთული ვიდეოს გამოძიებაში მისი უწყების ოპერატიული საშუალებებიც ჩაერთონ

"თალიბანის" სახელით საქართველოში ატვირთული ვიდეომასალა ნატო-სთან ერთად გაანალიზდა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"შეიძლება ითქვას, რომ ამ მოვლენასა და ავღანეთში განხორციელებულ თავდასხმას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ჩვენ, შეირაღებული ძალები, თითოეული ჯარსიკაცი, მე, როგორც მინისტრი, ძალიან სერიოზულად ვაკვირდებით ამ გამოძიების მიმდინარეობას. მე მქონდა არაერთი შეხვედრა შს მინისტრთან. ჩვენ გვაიმედებენ, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული პროგრესი გვექნება ამ გამოძიებაში. ჩვენი ამოცანაა, ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საქმეა ყველა დეტალი ამ ამორალური, სულმოკლე ადამიანების მიერ დაგეგმილი დანაშაული იყოს გამოძიებული. დადგენილი იყოს, როგორც შემკვეთები, ასევე შემსრულებლები და სამაგალითოდ იყვნენ დასჯილები",-განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, ისინი ელოდებიან გამოძიების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში, ალასანია არ გამორიცხავს, რომ თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული სადაზვერვო საშულებებითაც ჩაერთონ ამ გამოძიების წარმატებით დასრულებაში.