შინაგან საქმეთა მინისტრი ცესკო–ს თავმჯდომარეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ცესკო–ს თავმჯდომარეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკო–ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დაადასტურა პოლიციის მზადყოფნა, პრევენციული ზომები მიიღოს და აღმოფხვრას ყოველგვარი ექსცესები.

შეხვედრაზე მხარეებმა სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს.