NDI-ს კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებელი 75 პროცენტიდან 69 პროცენტამდე შემცირდა.
ამავე კვლევის თანახმად, 66%-დან 61%-მდეა შემცირებული პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მაჩვენებელი.
ყველაზე მოწონებად ფიგურად კი ისევ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რჩება და მას კვლევის მიხედვით, 92% აქვს.
კვლევა 12-26 ივნის ჩატარდა და 2338 ადამიანი გამოიკითხა.