საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
ცესკოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორი და მედია სამომავლო ურთიერთობის ფორმატსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ.
აღსანიშნავია, რომ ასეთი შეხვედრების ორგანიზებით, ცესკო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქმნის ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენელთა ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ დაეხმარება საარჩევნო ადმინისტრაციას საქმიანობის მიზნებისა და მიმართულებების განსაზღვრაში.
ანალოგიური შეხვედრების პრაქტიკა 2012 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესის განმავლობაშიც არსებობდა.